Monday, April 18, 2011

პროექტი

პროექტის სახელწოდება:           სტუმრად სვანეთში
პროექტის მთავარი იდეა:  ძირძველი კუთხის სვანეთის ისტორიულ-გეოგრაფიული    შესწავლა. სვანეთის დალაშქვრა კარვებით.
პროექტის აქტუალობა:
     საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა კურორტებისა და ტურიზმის განვითარებას. სვანეთს აქვს ამის დიდი პოტენციალი, შესაბამისად ყურადღების ცენტრშია სახელმწიფოს მხრიდან.მოსწავლეთა ინტერესი განახლებული სვანეთის მიმართ.
    სვანეთი საკმაოდ მოშორებული კუთხეა ჩვენი რეგიონიდან, ჩვენმა მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ შეძლონ მომავალში სვანეთის მონახულება,ამიტომ, სასურველია,რაც შეიძლება მეტი გაიგონ  სკოლაში სწავლის დროს სვანეთის შესახებ(და არა მარტო ამ კუთხის შესახებ)
პროექტის მიზნები:
      ეს მაღალმთიანი კუთხე შეისწავლონ მრავალმხრივ და საფუძვლიანად (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა; სვანური სახალხო დღესასწაულები; ტრადიციები;სვანური სამართალი; სვანური ენის წარმოშობა; სვანეთის კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლები... )
    პატრიოტული სულისკვეთება ჩამოუყალიბდებათ/გაუძლიერდებათ.
    სვანეთის შესწავლის და მონახულების შემდეგ, გაუჩნდებათ სურვილი სხვა         კუთხეთა შესწავლა-მონახულებისა.
    მიიღებენ უზარმაზარ ესთეტიკურ სიამოვნებას, დადებით ემოციებს.
    განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის უნარი  განვითარება.
    განუვითარდებათ  კომუნიკაციის უნარი
   საძიებო სისტემაში უნარ-ჩვევებს დახვეწენ.  
   ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევებს  განივითარებენ.
   გააუმჯობესებენ მოძიებული ინფორმაციით სლაიდ-შოუს შექმნის ტექნიკას.
    გააუმჯობესებენ პრეზენტაციის უნარს. 
   გახდებიან ნორჩი ფოტოგრაფები და ნორჩი დოკუმენტალისტები.
მონაწილეთა ასაკი:  7-11 კლასი
პროექტის ვადები/ხანგრძლივობა:
       სვანეთის შესწავლა-3 კვირა.  ექსკურსია-4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
     მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება  სვანეთის ისტორიის და გეოგრაფიის შესახებ.
    სვანეთის კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლების მონახულება.
    მიიღებენ უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას და დადებით ემოციებს, შთაბეჭდილებას რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.
     აუმაღლდებათ და გაუძლიერდებათ პატრიოტული გრძნობა.
     ერთად თანაცხოვრების და სიძნელეების დაძლევის შემდეგ ჩამოუყალიბდებათ უფრო ღრმა და პატივსაცემი ურთიერთობა ერთმანეთის/მასწავლებლების მიმართ.
     შეიქმნება სამუშაო მასალა, რომელიც განთავსდება ბლოგზე.
    შექმნიან ფილმს „ ჩემი თვალით დანახული სვანეთი“.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
    1 ნაწილისთვის                                            2 ნაწილისთვის
     ინტერნეტი                                                       კარვები
    მუზეუმი                                                           საძილე ტომრები
     ისტორიული და გეოგრაფიული                ფოტოაპარატი
     ლიტერატურა                                                 ვიდეოკამერა
     ადამიანური რესურსი                                   სურსათი
პროექტის მსვლელობა:
      მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.თითოეულს მიეცემა დავალება.
    1-ლი ჯგ.- სვანეთის გეოგრაფიული დახასიათება.   რეკომენდაცია მიეცემა გეოგრაფიის მასწავლებლის მიერ.
     „გზა სვანეთამდე“
     სვანეთის გეოგრაფია
   მე-2 ჯგ.- სვანეთის ისტორიული დახასიათება.   რეკომენდაცია მიეცემა ისტორიის მასწავლებლის მიერ. მუზეუმის თანამშრომლების დახმარებით.
     მოიძიონ სვანეთის ისტორია
    სვანური სამართალი
  მე-3 ჯგ.- ტრადიციები და სახალხო დღესასწაულები სვანეთში. სვანური ენა.
      მოიძიონ, რომელი სახალხო დღესასწაულები აღინიშნება სვანეთში.
      ჩვენს მხარეში ხომ არ არის მსგავსი დღესასწაული.
      ( სასურველი იქნება თუ ჩვენი ვიზიტი დაემთხვევა რომელიმე სახალხო     დღესასწაულს)
        ენის წარმოშობის ისტორია. ( მოიძიონ და შეისწავლონ რამდენიმე ფრაზა.)
 მე-4 ჯგ. -რას ვნახავთ სვანეთში?  ხელოვნების მასწავლებლის რეკომენდაციით
       სვანური ხელოვნების ნიმუშები.
       სლაიდ-შოუს სახით წარმოგვიდგინონ, რის ნახვა შეიძლება სვანეთში( სვანეთის                                        კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, მუზეუმები...)
 მე-5 ჯგ.- უსაფრთხოების ჯგუფი.  რეკომენდაციისთვის მიმართონ მაშველთა სამსახურს.
       მოიძიონ ინფორმაცია: როგორ ადგილას გავშალოთ კარავი; როგორ გავშალოთ; ცეცხლი სად დავანთოთ, როგორ ჩავაქროთ...
       მოიძიონ ანეგდოტები სვანებზე
     პროექტის ამ  ნაწილზე მუშაობენ 3 კვირა. შემდეგ მოეწყობა პრეზენტაციები, გაუზიარებენ ერთმანეთს მუშაობის შედეგებს და შეავსებენ თავიანთ ცოდნას. დავთქვამთ ექსკურსიის თარიღს და ვიწყებთ მზადებას.
    ექსკურსია: კვლავ ნაწილდება ფუნქციები, რათა ყველამ მიიღოს მონაწილეობა სამზადისში.
 საგნობრივი ჯგუფი:
        ისტორია - ლ.გვირჯიშვილი
       გეოგრაფია -მ.გოგოლაძე
      ხელოვნება -ნ.მოდებაძე
      ისტ-ი -მ.აფრიამაშვილი
პროექტის ხელ-ლი:    ისტორიის მასწავლებელი: ლელა გვირჯიშვილი
ელ-ფოსტა:  llgvirjishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: